1. თემის კრება, თავყრილობა. როგორც სოც. ინ-ტი, დამოწმებულია საქართვ. მთიანეთში. თ-ზე თავს იყრიდა მთელი თემის ან სასოფლო თემის, ერთი ან რამდენიმე სოფლის, ხეობის ან მთელი კუთხის მოსახლეობა. მაგ., ამ მნიშვნელობით თ. შემონახული იყო მოხევეების ძვ. ყოფაში, სადაც იგი ნიშნავდა თემის ერთობლიობას, უფრო მეტად – თემის კრებას, ხალხის თავყრილობას, რ-ზეც თემის ბჭეთა თაოსნობით განიხილავდნენ და წყვეტდნენ თემის ცხოვრების მნიშვნელოვან საკითხებს.
2. კუთხური (იმერ.) – სალხინო, საზეიმო შეკრება სოფელში.
ლიტ.: ყაზბეგი ალ., მოხევეები და მათი ცხოვრება, თხზ., ტ. 5, თბ., 1950; ხარაძე რ., თემური მმართველობის გადმონაშთები ხევში, «ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტის შრომები», 1959, ტ. 4, ნაკვ. 2.
ვ. ითონიშვილი