თეოდორა (Theodōra) (984–1056), ბიზანტიის დედოფალი (1054–56), კონსტანტინე VIII-ის ასული, ბასილი II ბულგართმმუსვრელის ძმისწული. მეფობდა 1042, ხოლო კონსტანტინე VIII-ის გარდაცვალების შემდეგ (1054) უკვე მოხუცებული გაამეფეს. თ-ს ბაგრატ IV-თვის უთხოვია, „რათა მოსცეს ასული თჳსი მართა (იხ. მარიამი ბიზანტიის დედოფალი), რათა შვილად თჳსად აღზარდოს", რასაც ბაგრატ IV დიდი სიხარულით დაეთანხმა: „ხოლო მეფემან ბაგრატ სიხარულითა დიდითა წარმოგზავნა შვილი თჳსი მართა…".
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 6, თბ., 1966.
ლ. მანიავა