თეოფანე ბიზანტიელი Theophanēs Byzantios) VI ს. II ნახევრის ბიზანტიელი ისტორიკოსი. მისი საისტორიო თხზულება მოიცავს 566–581 ამბებს. შემორჩა მხოლოდ ფრაგმენტები ფოტიოსის (IX ს.) თხზულებაში „ბიბლიოთეკა". ერთ-ერთ ფრაგმენტში მოთხრობილია სპარსეთის წინააღმდეგ 572 ქართლისა და სომხეთის აჯანყების შესახებ, მოხსენიებულია ქართლის მთავარი გურგენი. აქვე პირველადაა ნახსენები თბილისი, „ტიფილისის" სახელით როგორც იბერიის დედაქალაქი.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 3, თბ., 1936.
ნ. ლომოური