გოგიჩაიშვილი გივი სიმონის ძე (23. VI. 1918, ზუგდიდი, – 17. I. 1977, თბილისი), მწერალი.
პირველი მოთხრობა „გადამწყვეტი შამათი" 1944 გამოაქვეყნა, მოთხრობების პირველი კრებ. „ცისარტყელა" – 1953. ავტორია რომანებისა: „პირველი დღეები", 1959; „გაზაფხულიდან გაზაფხულამდე", 1965; „სამაია", 1975; და მოთხრობათა კრებულებისა. მარტინა მინტეგი-ბილბაოსთან ერთად თარგმნა ბ. პერეს გალდოსის, რ. პანილიას თხუზულებები.
გ-ის რამდენიმე რომანი და მოთხრობა თარგმნილია რუს., უკრ., აზერბ. და სხვა ენებზე.
ჯ. თითმერია