თეოფილე, ბიზანტიის იმპერატორი (829–842). 830 არაბთა წინააღმდეგ აჯანყებულ დას. საქართველოს დასახმარებლად გაუგზავნა სამხ. ექსპედიცია თეოფობეს და ბარდას სარდლობით, თუმცა ბიზანტიელები სასტიკად დამარცხდნენ და დიდად შემცირებულნი დაბრუნდნენ უკან.
წყარო: გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, ნაკვ. 2, თბ., 1952.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973.