თერაპიის ეროვნული ცენტრი, ექსპერიმენტული და კლინიკური თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. დაარსდა 1961 ექსპერ. თერაპიის სამეცნ. ლაბორატორიის ბაზაზე. 1999 მას ცენტრის სტატუსი მიენიჭა.
ინ-ტი და შემდეგ უკვე ცენტრი იკვლევდა არტერიულ ჰიპერტონიას, ათეროსკლეროზს და გულის იშემიურ დაავადების, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელი ორგანოების პათოლოგიას, აგრეთვე გერონტოლოგიის და გერიატრიის, ჯანმრთელი და ავადმყოფი ადამიანის კვების, სამედ. გენეტიკისა და შთამომავლობის საკითხებს და სხვ.
თ. ე. ც-ში იყო 26 სამეცნ. განყ-ბა, ლაბორატორია, კლინიკა, საკონსულტაციო პოლიკლინიკა, ბ-კა. 1961–99 ინ-ტს ხელმძღვანელობდა ნ. ყიფშიძე 1999–2011 გენ. დირექტორი იყო მ. კვიტაშვილი.
თ. ე. ც-ის ბაზაზე არსებობდა სამეცნ.-საკოორდინაციო თერაპიის ცენტრი, გერონტოლოგიისა და გერიატრიის სამეცნ.-მეთოდური ცენტრი, ულტრაბგერითი გამოკვლევებისა და ლაზეროთერაპიის რესპ. ცენტრი.
1994 ინ-ტს გამოეყო მიოკარდიუმის ინფარქტის განყ-ბა და დაარსდა გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი (ახლანდ. გ. ჩაფიძის სახ. გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრი), რ-იც დღესაც აგრძელებს ფუნქციონირებას. თ. ე. ც-მა 2011-იდან შეწყვიტა ფუნქციონირება.