თერგის ციხე

თერგის ციხე, მდებარეობდა მდინარეების თერგისა და სუნჯის შესართავთან. ის 1567 რუსეთის მეფემ ივანე IV-მ კავკასიაში პოზიციების განსამტკიცებლად ააგებინა. მანამდე 1563 კახეთის მეფემ ლევანმა ელჩები გააგზავნა მოსკოვში. რუსეთის მთავრობა მათ დახმარებას შეჰპირდა და რაზმი გამოაგზავნა, თუმცა კახეთის მეფე მალე იძულებული გახდა დაეთხოვა რუსთა რაზმი, რის შემდეგაც რუსეთმა თ. ც. დაანგრია.

1587–89, კახეთ-რუსეთის ხელშეკრულების დადების შემდეგ, რუსეთი კვლავ შეეცადა თავისი პოზიციების განმტკიცებას კავკასიაში და 1588 ისევ ააგო ახ. ციხესიმაგრე თერგის შესართავთან ახლოს.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.