თვალთხევი

თვალთხევი, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, მდ. ივრის მარცხ. შენაკადი. სიგრძე 14,2 კმ აუზის ფართ. 38,1 კმ². სათავეს იღებს გომბორის ქედის სამხრ. კალთაზე. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე, წყალმოვარდნები – შემოდგომაზე, ზამთარში წყალმცირეა. საშ. წლ. ხარჯი შესართავთან 0,3 მ³/წმ.

ი. აფხაზავა