თვალჭრელიძეიტი

თვალჭრელიძეიტი (სახელი ეწოდა ა. ა. თვალჭრელიძის პატივსაცემად), სულფიდების კლასის მინერალი. ქიმ. შედგენილობა Hg12(Sb, As)8 S15. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. გვხვდება ტყვიისებრ-ნაცრისფერი მარცვლოვანი აგრეგატების სახით. აქვს ალმასისებრი ელვარება. ახასიათებს ტკეჩადობა ერთი მიმართულებით. სისალე (სიმაგრე) მინერალოგიური სკალით 3-მდე; სიმკვრივე – 7380 კგ/მ³ წარმოიქმნება ჰიდროთერმული გზით. აღმოჩენილია გომის (ზემო რაჭა) დარიშხანა-ანტიმონიუმ-ვერცხლისწყლის საბადოში.

ლიტ.: Доклады АН СССР, 1975, т. 225, №4

ვ. ჯავრიშვილი