თირი

თირი, ისტორიული სოფელი შიდა ქართლში, ცხინვალის ჩრდ.-დას-ით 8 კმ-ზე. სახელწოდება, როგორც ჩანს, მომდინარეობს ამ ადგილებში არსებული ქარაფების ძვ. სახელწოდებიდან – თირის კლდე, იგივე ქვიშაქვის კლდე. „თირი არს კლდე დაბალი და ადვილი სათლელი" (საბა). XVII–XVIII სს. შიდა ქართლის ტერიტორია და მ. შ. თ. ქართლის მეფის ვახტანგ VI-ის „სამკვიდრო მამული" იყო და აქ რამდენიმე წელიწადს ცხოვრობდა. აქვეა თირის მონასტერი. დღეს სოფელს მონასტერი ჰქვია (იხ. ზემო მონასტერი და ქვემო მონასტერი).

თ. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ლიტ.: გვასალია ჯ., აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ნარკვევები, თბ., 1976.