თიქმათაში

თიქმათაში, უღელტეხილი წალკის მუნიციპალიტეტში, ჯავახეთის ქედზე, მდ. ჯუჯიანის სათავეებთან. სიმაღლე 2168 მ. მიდამოები აგებულია პლიოცენური ანდეზიტური ლავებით. დაფარულია სუბალპური მდელოებით. თ. წალკის მუნიციპალიტეტს აკავშირებს ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებთან.

დ. უკლება