თლილი, ღრმანი, მთა ხულოსა და ადიგენის მუნიციპალიტეტების საზღვართან არსიანის ქედის აღმ. განშტოებაზე, მდინარეების ძინძისწყლისა (ქვაბლიანის მარჯვ. შენაკადი) და ღრმანისწყლის (ფოცხოვისწყლის მარცხ. შენაკადი) წყალგამყოფზე. სიმაღლე 2540 მ. აქვს გუმბათისებრი მოყვანილობა. აგებულია ანდეზიტ-დაციტური ლავით. კალთებზე ზოგან ქვაყრილებია. შემოსილია სუბალპ. მდელოებით.
ქ. ჯაყელი