თმოგვის ციხე

თმოგვის ციხე, ციხე მტკვრის მარცხენა ნაპირის მიუვალ კლდეზე ჯავახეთში (ახლანდ. ასპინძის მუნიციპალიტეტი).

თ. ც. წერილობით წყაროებში პირველად იხსენიება X ს-ში. იგი აკონტროლებდა ისტ. საქარავნო გზას, რ-იც ბიზანტიიდან მტკვრის ხეობით შემოდიოდა საქართველოში შემდეგ კი აღმოსავლეთის მუსლ. ქვეყნებს უკავშირდებოდა.

იხ. აგრეთვე სტ. თმოგვი.