თორღვას აბანო

თორღვას აბანო, ადგილობრივი მნიშვნელობის მთის ბალნეოკლიმატური კურორტი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტში, ცენტრიდან 50 კმ-ის დაშორებით, მდ. სტორის ხეობაში, კავკასიონის სამხრ. ფერდობზე, ზ. დ. 1800 მ სიმაღლეზე.

ტერიტ. წიწვიანი ტყით არის დაფარული. კლიმატი ხასიათდება ზომიერად რბილი ზამთრით (იანვ. საშ. ტემპ-რა –5ºC) და ზომიერად თბილი ზაფხულით (აგვ. საშ. ტემპ-რა 14,8º). ნალექების წლიური რაოდენობა 1400 მმ.

კურორტზე არის თერმული მინერ. წყალი, ქიმ. შედგენილობით სუსტად სულფიდური, ქლორიდულ-კარბონატულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიანი, რ-შიც გოგირდწყალბადის გარდა შედის კაჟის მჟავაც. მინერალიზაცია 0,4–0,6 გ/ლ. ტემპ-რა 34–37°C.

წყალს იყენებენ საყრდენ-მამოძრავებელი ორგანოებისა და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებათა სამკურნალოდ.