თორღვა პანკელი, ქართველი ფეოდალი, კახეთის გამგებელი XIII ს. 40-იან წლებში, კოხტასთავის შეთქმულების მონაწილე. დავით VII ულუმ ბათო-ყაენთან ურდოში გამგზავრების წინ კახეთი თ. პ-ს ჩააბარა და დედოფალ ჯიგდა-ხათუნსა და მესტუმრე ჯიქურს დაუმორჩილა. რაკი დავითს შეაგვიანდა, თ. პ-ს ეგონა, რომ იგი აღარ დაბრუნდებოდა განუდგა მას და კახეთის დასაკუთრება მოინდომა. დავით VII-ის დაბრუნების შემდეგ შეშინებულმა თ. პ-მა ვერ გაბედა მეფესთან მისვლა. ის ფიცით მიინდვეს და უვნებლობა აღუთქვეს, მაგრამ მერე ჯიქურის ბრძანებით კლდეკარიდან გააგდეს.
წყარო: ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 3, ნაწ. 1, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3).
რ. კიკნაძე