„თოფალოინი“

„თოფალოინი“, სახუმარო ხასიათის ქართული (აჭარული) ხალხური ცეკვა. სახელწოდება მომდინარეობს თურქულიდან („თოფალ ოინ" – კოჭლის თამაში). ცეკვას ახასიათებს სიკოჭლისათვის დამახასიათებელი მოძრაობები – თეძოებში მტვრევა. მისი ელემენტები გამოიყენება აგრეთვე ცეკვა „განდაგანში".

ლიტ.: თათარაძე ა., ქართული ცეკვის განმარტებანი, თბ., 1986; მსხალაძე ალ., ქართული ხალხური საკრავიერი მუსიკის ისტორიიდან (ჭიბონი და ტრადიცია აჭარაში), თბ., 1969.

ა. თათარაძე