თოქმაზიშვილი მიხეილ დავითის ძე

თოქმაზიშვილი მიხეილ დავითის ძე (დ. 25. III. 1955, თბილისი), ეკონომისტი. ეკონ. მეცნ. დოქტორი (1995), პროფესორი (2010). 1977 დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტი. 1981–98 იყო საქართვ. მეცნ. აკად. ეკონომიკის ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელი, განყ-ბის გამგე; 1999–2005 – ს.-ს. ორბელიანის სახ. თბილისის სახელმწ. პედ. უნ-ტის ეკონ. და მენეჯმენტის კათედრის პროფესორი; 1998–2005 – საქართვ. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მაკროეკონომიკის განყ-ბის ხელმძღვანელი, 2005–12 – საქართვ. ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრი, სახელმწ. შესყიდვების სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს თავ-რე (2000). მუშაობდა პოლონეთის საერთაშ. სოც.-ეკონ. კვლევების ცენტრში – ჩასე-ის საქართვ. ფილიალში (2000–10), მსოფლიო ბანკის პროგრამის ხელმძღვანელად საქართველოში (1996–99). 2010-იდან საქართვ. საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართული უნ-ტის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის პროფესორია, 2014-იდან – თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ადმინისტრირების ფაკ-ტის ასოცირებული პროფესორი, 2016-იდან – ქართ. ენციკლოპედიის ეკონ. სამეცნ. საბჭოს წევრი.

თ. არის მრავალი საერთაშ. პროექტის თანაავტორი, რ-ებიც ხორციელდებოდა ევროკავშირის, გაეროსა და მსოფლიო ბანკის ეგიდით. სამეცნ. შრომები აქვს ბიზნესის მართვის, ეკონ. პოლიტიკის, საქართვ. ეკონომიკის, მაკროეკონომიკის, საერთაშ. ეკონომიკის, ფინანსებისა და სოც. რეფორმების სფეროებში, რ-ებიც გამოქვეყნებულია საქართველოსა და საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში.

თხზ.: შემოსავლების განაწილების თეორია: ისტორია და მეთოდოლოგია, თბ., 1995; პოსტკომუნისტური ფინანსური პოლიტიკა, თბ., 2008; Challenges of the Post-Communist Financial-Currency Policy, N.-Y., 2009 (თანაავტ. a. silagaZe); Aid for Trade Needs Assesment – Georgia, UNDP, Finland, 2011.