თოხიტარა (Aegithalos caudatus), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. მომცრო ტანისაა, გრძელბოლოიანი; თავის ნაწილი და მუცლის მხარე თეთრი აქვს, ზურგის მხარე – შავი. ადგილ-ადგილ ვარდისფერი ან მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში.საქართველოში მრავლადაა როგორც მობინადრე ფრინველი; გვხვდება ტყეებში, ბაღებში, ვენახებში, ადამიანის სამოსახლოსთან ახლოს. ბუდეს ხეზე იკეთებს, იკვებება მწერებით, რითაც მნიშვნელოვანი სარგებლობა მოაქვს. საქართველოში გავრცელებულია ქვესახეობა A. C. ibericus. კრუხობს წელიწადში ორჯერ.
ა. ბუხნიკაშვილი
რ. ჟორდანია