თუნგი

თუნგი, 1. თიხის ან სპილენძის ვიწროყელიანი ჭურჭელი. წყლის ჭურჭლად სპილენძის თ-ს უფრო საქართვ. მთიან რ-ნებში ხმარობდნენ. 2. ძველებური ღვინის საწყაო. ღვინის საწყაოდ თ. ქართ. წყაროებში XVI ს-იდან იხსენიება. საქართვ. სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტევადობის თ. ყოფილა გავრცელებული მაგ., შიდა ქართლში 4, 5, 6 და ზოგან 8-ლიტრიანი. XVIII ს-ში თ-ის ტევადობა (3–3,5 ლ) ორ ხელადას შეადგენდა.

ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 3, ნაკვ. 3 – ქართული საფას-საზომთმცოდნეობა ანუ ნუმიზმატიკა – მეტროლოგია, ტფ., 1925 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 9 თბ., 1996).

გ. ჯალაბაძე