„იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება“, არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნიერების ინსტიტუტის სამეცნიერო ორგანო. გამოდის 1946-იდან. გამოცემულია 44 ტომი (2016). 2008-იდან მთ. რედ. ვ. შენგელია.
იბეჭდება (ქართ. და უცხ. ენებზე) როგორც აღწერითი, ისე ისტ.-შედარებითი ხასიათის წერილები თანამედროვე ზოგადი ენათმეცნიერების, ქართველური და მთის იბერიულ-კავკ. (აფხ.-ადიღ., ნახური, დაღესტნური) ენების ფონეტიკის, გრამატ. სტრუქტურის, ლექსიკისა და დიალექტოლოგიის საკითხებზე; ქვეყნდება დიალექტოლოგიური სახის ტექსტები და ლექსიკური მასალა. „ი.-კ. ე-ში" წარმოდგენილია აღნიშნულ ენათა ტიპოლ. კონტაქტის საკითხები სხვა წარმომავლობის ენებთან. იბეჭდება იბერიულ-კავკ. ენათა სფეროში გამოცემულ შრომათა რეცენზიები, საენათმეცნიერო ცხოვრების ამსახველი ქრონიკები.
გ. ბურჭულაძე