იბნ ალ-ასაქირი

იბნ ალ-ასაქირი, ალი იბნ აბდ ალ-ლაჰ (1105, დამასკი, – 25. I. 1176, იქვე), არაბი ისტორიკოსი.

მის მრავალრიცხოვან ნაშრომთაგან მთავარია „ქალაქ დამასკის ისტორია" („თარიხ მადინა დიმაშკ") 80 ტომად (გამოცემულია მხო­ლოდ ნაწილი). თხზუ­ლებაში მოცემულია დამასკის ისტ. ტოპოგრაფია და იმ პირების ბიოგრაფიები, რ-ებიც დაკავშირებულნი იყვნენ დამასკთან, მ. შ. დასახელებულია რამ­დე­ნი­მე მუსლიმი მოღვაწე ალ-თიფლისის ნისბით.

ლიტ.: ჯაფარიძე გ., მუსლიმი მოღვაწეები ათ-თიფლისის ნისბით VIII– XIV საუკუნეებში, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1989, N 4; 1990, N1.

გ. ჯაფარიძე