იბნ ალ-კალანისი (დაახლ. 1073–28.III. 1160), არაბი ისტორიკოსი, დამასკის ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი; ეკავა რაის ალ-დივანის (კანცელარიის გამგის) თანამდებობა.
ავტორია „დამასკის ისტორიის დამატებისა", („ზაილ თარიხ დიმაშკ"), რ-იც მოიცავს პერიოდს X ს. 70-იანი წლებიდან 1150 წლამდე. თხზულებაში დაცულია ორი საყურადღებო ცნობა საქართველოს შესახებ: ერთი ეხება ქართველთა ლაშქრობას ქ. განჯაზე 1110 და სამხ. კონფლიქტს დიდ სელჩუკთა სულთანთან, მეორე კი – დიდგორის ბრძოლას 1121.
გ. ჯაფარიძე