იბნ ვასილი (20.IV. 1208, ჰამა, – 1298, იქვე), არაბი ისტორიკოსი, სამართალმცოდნე, ყადი.
ავტორია რამდენიმე თხზულებისა. მათგან მნიშვნელოვანია „გამქარვებელი სევდისა აიუბიდთა ამბებში" („მუფა რიჯ ალ- ქურუბ ფი ახბარ ბანი აიუბ"), რ-იც ეხება აიუბიდთა დინასტიისა და ახლო აღმოსავლეთის ისტორიას 1263-მდე (თხზულების ოთხი ტომი 1248 ამბების ჩათვლით გამოიცა კაიროში 1954–77).
თხზულებაში არის საინტერესო ცნობები XIII ს. პირველ ათეულში საქართველოსა და აიუბიდთა სახელმწ. ურთიერთობებისა და ხლათისათვის ბრძოლის შესახებ, რ-იც 1210 დასრულდა 30-წლიანი ზავით. საყურადღებოა ი. ვ-ის ცნობა ჯალალედდინის შემოსევის დროს თბილისელ მუსლიმთა ანტიქართული განწყობილების შესახებ.
გ. ჯაფარიძე