იბნ შადადი ბაჰა ალ-დინ აბუ ლ-მაჰასინ იუსუფ (1144/5, მოსული, – 1234/5, ჰალაბი), არაბი ისტორიკოსი და მწერალი. ავტორია რამდენიმე შრომისა, რ-თაგან მნიშვნილოვანია „სალაჰ ალ-დინის ბიოგრაფია". ნაშრომში ვრცლადაა წარმოდგენილი ეგვიპტის ურთიერთობა სხვა ქვეყნებთან. მოთხრობილია 1192/3 სალაჰ ალ-დინის კარზე საქართველოს მეფის ელჩების გამოცხადების, მისთვის თამარის წერილისა და მუსლიმთა მიერ 1187 მიტაცებული ჯვრის მონასტრის გამოსახსნელად 200 ათასი დინარის გადაცემის ამბავი.
ლიტ.: Цагарели А. А., Памятники грузинской стaрины в Святой земле и на Синае, «Православный палестинский сборник», 1888, т. 4, в. 1.
ბ. სილაგაძე