იბნ ხორდადბეჰი აბუ ლ-კასიმ (დაახლ. 820–912), არაბი გეოგრაფი, წარმოშობით სპარსელი.
ავტორია ჩვენამდე მოღწეული პირველი გეოგრ. თხზულებისა „წიგნი გზებისა და სახელმწიფოების შესახებ" („ქითაბ ალ-მასალიქ ვალ-მამალიქ"). წიგნში საინტერესო ცნობებია დაცული სამხრ. კავკასიისა და, კერძოდ, საქართველოს შესახებ. აღწერილია სამარშრუტო გზები და ამ გზებზე მდებარე ქალაქები, ციხე, რ-იც არაბული და ქართული წყაროების მონაცემებით IX ს-ში თბილისში მტკვრის მარცხენა ნაპირას მდებარეობდა და მოქმედი ციხე იყო.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 2, თბ., 1973; Крачковский И. Ю., Избр. соч., т. 4, М.–Л., 1957; Сведения арабских писателей о Кавказе, Армении и Азербайджане, пер. и прим. Н. А. Караулова, "Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа", СМОМПК, 1903, в. 32.
ბ. სილაგაძე