ივანე II ჯაყელი, სამცხის გამგებელი, ათაბაგი 1391–1444 (ვახუშტის მიხედვით), ბექა II-ის ძე.
თავდაპირველად საქართველოს მეფე გიორგი VII-სთან ერთად იბრძოდა თემურლენგის წინააღმდეგ. დაახლ. 1400–01 განუდგა გიორგი VII-ს და დამპყრობელს დამორჩილდა. ცდილობდა სამცხისათვის მოეპოვებინა საეკლ. დამოუკიდებლობა, მაგრამ წინ აღუდგა მცხეთის საპატრიარქო და მესხეთის საეპისკოპოსოთა დიდი ნაწილი.
ი. II-ის მისწრაფებას დამოუკიდებლობისაკენ ბოლო მოუღო ალექსანდრე I დიდის მტკიცე პოლიტიკამ. 1414 მეფესთან ბრძოლაში (ასპინძასთან, კოხტასთავს) დამარცხდა და ტყვედ ჩავარდა. ალექსანდრე I-მა ერთგულების ფიცი დაადებინა და ათაბაგობა დაუბრუნა.
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯავახიშვილი ივ., საქართველოს ისტორია XI–XV სს., თბ., 1949; მისივე, ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
შ. ლომსაძე