ივანე III

ივანე III (22. I. 1440 – 27.X. 1505, მოსკოვი), მოსკოვის დიდი მთავარი 1462-იდან. მის დროს დასრულდა რუსეთის ცენტრალიზებული სახელ­მწი­ფოს შექმნა. 1480 მან ბოლო მოუღო მონღოლ-თათართა ბატონობას რუსეთზე. გაი­ზარ­და მოსკოვის საერთაშ. ავტორიტეტი.

მოსკ. სა­ხელ­მწი­ფოს გაძლიერება მხედველობიდან არ გამორჩენიათ ­ქართვ. პოლიტ. მოღვაწეებს. 1483 და 1491 კა­ხე­თის მეფე ალექსანდრე I-მა ელჩები გაგზავნა დიდი მთავრის კარზე და საფუძველი ჩაუყარა კა­ხე­თის სამეფოსა და რუსეთის პოლიტ. ურთიერთობის ახ. ეტაპს.

ლიტ.: ცინცაძე ი., ძიებანი რუსეთსა­ქარ­თვე­ლოს ურთიერთობის ისტორიიდან (X–XVI სს.), თბ., 1956; მისივე, ძველი რუსული მასალები (XI–XVI სს.) სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიისათვის, თბ., 1962.