ივანიცკი-ინგილო რაფიელ ალექსანდრეს ძე

ივანიცკი-ინგილო რაფიელ ალექსანდრეს ძე (23. VII. 1886, სოფ. კახი, ახლანდ. აზერბაიჯანი, – 11. VII. 1966, მადრიდი, დაკრძალულია პარიზში, ლევილის ქართველთა სასაფლაოზე), იურისტი, პუბლიცისტი, საზ. მოღვაწე.

სწავლობდა თელავის სას. სა­სწავ­ლებელ­ში, შემდეგ – პეტერბ. უნ-ტის იურიდიულ ფაკ-ტზე. სა­ქარ­თველოში დაბრუნების შემდეგ მუ­შა­ობდა იურისტად, აქვეყნებდა პუბლიც. წერილებს („ინგილოს" ფსევდონიმით), ეწეოდა აქტიურ პოლიტ. საქმიანობას; იყო დამფუძნებელი კრების დეპუტატი საინგილოდან სა­ქართველოში.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1922, ემიგრაციაში გაემგზავრა. ცხოვრობდა გერმანიასა (ბერლინი) და ავსტრიაში (ვენა), 1924–48 – იტალიაში (რომი). ი.-ი-მ 1942 იტალიურ ენაზე გამოსცა ნა­შრო­მი „საქარ­თვე­ლო და მისი მგოსანი შოთა რუსთაველი", რ-საც ახლდა „ვეფხისტყაოსნის" არასრული თარ­გმანი და გაფორმებული იყო რომის ოპერის თეატრის მხატვარ-დეკორატორის გ. აბხაზის ილუსტრაციებით.

1948 პარიზში კონსტანტინოპოლის მსოფლიო პა­ტრიარქის კურთხევით იგი თავდაპირველად დიაკვნად, ხოლო შემდეგ მღვდლად ეკურთხა. გაამწესეს მადრიდის წმ. ანდრია პირველწოდებულის ტაძრის წინამძღოლად. მალე არქიმანდრიტის პატივი მი­ე­ნი­ჭა.

ლიტ.: ბუბულაშვილი ე., რაფიელ ივანიცკი-ინგილოს ბიოგრაფიისათვის, წგ.: რელიგიის ისტორიის საკითხები, თბ., 2010; პაპიაშვილი ვ., ჰერეთის ისტორია, მოკლე ქრონოლოგიური მიმოხილვა, თბ., 2012; შარაძე გ., ქართული ემიგრანტული ჟურნალისტიკის ისტორია, ტ. 3, თბ., 2003; ჩაჩანიძე ვ., „ვეფხისტყაოსნის" იტალიური გამოცემები, «საბჭოთა ხელოვნება», 1965, N11; ჭუმბურიძე დ., ისტორიული პორტრეტები: დასაწყისი XX საუკუნისა, თბ., 2008.