ივანოვკა, (ყოფ. ხ უ ნ ძ უ რ ე თ ი), სოფელი თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის ირაგის თემში (ქვემო ქართლის რეგიონი), ბედენის ქედის სამხრ. კალთაზე, მდ. თორნისწყლის (ხრამის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. ზ. დ. 1460 მ, თეთრი წყაროდან 15 კმ. 83 მცხ. (2014).
სოფელში აღმართულია შინმოუსვლელთა ობელისკი.
ი-ის მიდამოებში, ნადარბაზევად წოდებულ ადგილზე, მდებარეობს ხუროთმოძღვრული კომპლექსი ნადარბაზევი, რ-შიც შედის სასახლე (X–XI სს.), გალავანი და სხვა ნაგებობები.