ივერიის მთა, მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფსირცხის დაბალმთიან კირქვულ მასივზე, მდინარეების – მანიკვარისა და ფსირცხის – წყალგამყოფი. ზ. დ. 300 მ. აგებულია ძირითადად ცარცულ-პალეოგენური კირქვებით.
მთაზე შემონახულია ციტადელი კოშკებით. ი. მ-ის ჩრდ. კალთაზე მდებარეობს ახალი ათონის მღვიმე.