ივლისი

ივლისი (ლათ. Julius), კალენდარული წლის მეშვიდე თვე (31 დღ-ღ). სა­ხე­ლი ეწოდა იულიუს კეისრის პატივსაცემად.

ძვ. ქართ. წარმართული კალენდრით – თ ი ­ ბ ი ს ა. ი-ის ხალხ. სახელწოდებებია მკათათვე და კვირიკობისთვე. ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, ადრე ავიდაკვინტოლიონიც ეწოდებოდა.