იზაშვილი ნიკოლოზ პავლეს ძე

იზაშვილი ნიკოლოზ პავლეს ძე [1(14). XII. 1910, თბილისი, – 17. II. 1993, იქვე], ქირურგ-უროლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1966), სა­ქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1979).

1931 დაამთავრა თსსი-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1966-იდან სა­ქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს ა. წულუკიძის სახ. უროლოგიისა და ნეფროლოგიის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე იყო სამეცნ. დარგში. იკვლევდა უროლოგიურ დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სა­კი­თხებს, საირმის მინერ. წყლების მოქმედების მექანიზმს უროლოგიურ დაავადებათა დროს და სხვ.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ.: პროსტატის ადენომა და მისი ოპერაციული მკურნალობა, თბ., 1962.