იზვესტია კავკაზსკოგო ოტდელა იმპერატორსკოგო რუსსკოგო გეოგრაფიჩესკოგო ობშჩესტვა, რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების პერიოდული სამეცნიერო ბეჭდვითი ორგანო. ძირითადად გამოდიოდა თბილისში. I წიგნი გამოვიდა 1872. შემდეგი წიგნები იბეჭდებოდა ყოველ 1–2 წელიწადში ნაწილნაწილ, ცალკეულ ნაკვეთებად. 1917-მდე სულ გამოვიდა 25 წიგნი. მასში ძირითადად იბეჭდებოდა განყ-ბის ადმ.-ორგანიზაციული საქმიანობის ანგარიში და მის წევრთა მიერ ჩატარებული სამეცნ.-კვლ. მუშაობის შედეგები, კრიტ. და ბიბლიოგრ. სტატიები, პერიოდული გამოცემები, საერთო კრებებზე წაკითხული მოხსენებები და სხვ.
გამოცემაში აქტიურად მოღვაწეობდნენ როგორც ქართველი, ისე საქართველოში მოღვაწე უცხოელი მეცნიერები: დ. ზ. ბაქრაძე, კ. ბოროზდინი, დ. პ. გედევანიშვილი, დ. გერსევანოვი, ნ. დინიკი, რ. ერისთავი, ა. ერიციანი (ერიცოვი), ე. ვეიდენბაუმი, ა. ვოეიკოვი, ა. კონშინი, ე. მარკოვი, ნ. პალიბინი, ა. პასტუხოვი, გ. რადე, ლ. სიმონოვიჩი, გ. სმირნოვი, ა. სოროკინი, ი. სტებნიცკი, პ. უსლარი, პ. ჩიხაჩევი, ა. ცაგარელი, გ. წულუკიძე, ი. ხოძკო. გამოცემის რედაქტორები იყვნენ: დ. კოვალენსკი, ლ.ზაგურსკი, მ. ვორონოვი, დ. პაგირევი, ა. ლაისტერი და სხვ.
ე. ლოლუა
ვ. ჯავრიშვილი