იზი სელეიმან ეფენდი

იზი (Izzi) სელეიმან ეფენდი (გ. 1755), ოსმალო ისტორიკოსი და პოეტი. ორჯერ, 1743 და 1746, ეკავა სულთნის კარზე ოფიც. ჟამთააღმწერლის („ვაკა-ი ნუვისი") თანამდებობა.

მისი ორტომიანი ისტორია მოიცავს 1730–50 ამბებს. თხზუ­ლე­ბაში საყურადღებო ცნობებია და­ცუ­ლი სამხრ. კავკასიის ქვეყნების ისტორიისათვის. ი. საგანგებოდ აღწერს ირანის საშინაო მდგომარეობას ამ პერიოდში, ნადირ-შაჰის მკვლელობის შემდეგ შექმნილ ვითარებას, ტახტისათვის გამართულ ბრძო­ლას, რ-შიც, მისი თქმით, მონა­წილეობდა „თბილისის ხანი თეიმურაზი". თეიმურაზი თავს დაესხა სპარსელებს და დაიკავა „ერევანი, განჯა და თბილისი", მაგრამ ლეკების მხრიდან გაწეული წინააღმდეგობის გამო იძულებული გახდა უკან გაბრუნებულიყო.

ლიტ.: შ ე ნ გ ე ლ ი ა  ნ., XV–XIX საუკუნეების სა­ქარ­თვე­ლოს ისტორიის ოსმალური წყა­რო­ე­ბი, თბ., 1974.

ნ. შენგელია