იზმაილ ფაშა, ახალციხის ფაშა 1827–28. მან შეცვალა ჰაჯიყადირ-ოღლი ოსმან ფაშა. 1827 თებერვალში ა. ერმოლოვის მიერ პურის შესასყიდად გამოგზავნილი ხალხი უარით გაისტუმრა. ამ საკითხზე მას შემდგომ თვეებში ა. ერმოლოვთან ჰქონდა მიმოწერა. 1828 აგვისტოში, ი. პასკევიჩის მიერ ახალციხის აღების დროს, საფაშოს უკვე ორთუღიანი ახმედ ფაშა ხელმძღვანელობდა.
ი. ფ. ჯაყელთა გვარის წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო.
უ. ბლუაშვილი