ითონიშვილი ვალერიან ჯამბულის ძე

ითონიშვილი ვალერიან ჯამბულის ძე (დ. 25. X. 1925, სოფ. ყანობი, ახლანდ. ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), ეთნოლოგი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1972), პროფესორი (1978).

1953 დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი. 1957–63 მუ­შა­ობ­და სა­ქართვ. სა­ხელმწ. მუზეუმში, ხოლო 1963-იდან – საქართვ. მეცნ. აკად. ივ. ჯა­ვა­ხი­­შვილის სახ. ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტში. 1972-იდან არის ამავე ინ-ტის დირექციასთან არ­სე­ბუ­ლი სამეცნ. საბჭოსა და სადისერტაციო საბჭოს წევრი. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ­ცენტრ. კავკასიის მთიელთა საოჯახო ყოფის თემაზე, რ-შიც შესწავლილია ვეინახების (ჩაჩნებისა და ინგუშების), ოსებისა და ქართველ მთიელთა ოჯახის სტრუქტურა, საოჯახო ურთიერთობის ფორმები და ტრადიციები. 1981– 2006 იყო სო­ცი­ა­ლურ ურთიერთობათა შესწავლის სა­ქართვ. ეთნოგრაფიის ­განყ-ბის უფროსი.

ი. ლექციებს კითხულობდა თსუში, რეგულარულად ხელმძღვანელობდა ეთნოგრ. ექსპედიციებს მთიულეთ-გუდამაყარში, ფშავ-ხევსურეთში, ერწო-თიანეთში, ქსნისა და ლიახვის ხეობებში, ჩაჩნეთ-ინგუშეთსა და ოსეთში. გამოქვეყნებუ­ლი აქვს მრა­ვა­ლი ნა­შრო­მი, მ. შ. წიგნების სა­ხით – ი. ჭავჭავაძის, ა. ყაზბეგის, თ. სახო­კიას, გ. ბოჭორიძის, ს. ჯანაშიას და სხვათა ღვაწლის ამსახველი გამოცემები ქართულ ეთნოგრაფიაში. 2003 მიენიჭა ა. ყაზბეგის პრემია.

თხზ.: ქართველ მთიელთა საოჯახო ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1960; ცენ­ტრა­ლუ­რი კავკასიის მთიელების საოჯახო ყოფა, თბ., 1969; ხევის ტოპონიმიკა, თბ., 1971; კავკასიის ხალხთა საოჯახო ყოფა, თბ., 1977; სიმონ ჯანაშიას ღვაწლი ქართულ ეთნოგრაფიაში, თბ., 1991.

ხ. იოსელიანი