ითხვისის არქეოლოგიური ძეგლები, მრავალფენიანი ნამოსახლარი და ანტიკური ხანის სამაროვანი სოფელ ითხვისთან, ადგილ ჩილათაზე. გათხრები ჩატარდა 1962–63 (ხელმძღვ. რ. აბრამიშვილი).
ნამოსახლარის უძველესი ფენა ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა (ძვ. წ. III ათასწლ.). მასში აღმოჩნდა მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მასალა. გვიანდ. ბრინჯაოსა და ადრინდ. რკინის ხანის ფენებში (ძვ. წ. II–I ათასწლ.) ნაპოვნია დიდი რაოდენობით შავად გამომწვარი კოლხ. კერამიკა, ბრინჯაოსა და რკინის იარაღი, ბრინჯაოს ნივთების ჩამოსასხმელი ყალიბები, წიდა და ა. შ.
ადრინდ. ანტ. ხანის კულტ. ფენებში ადგილ. მასალასთან ერთად აღმოჩნდა უცხოური ნივთებიც (ბერძნ. შავლაქიანი კერამიკა, აღმ. საქართველოდან შემოტანილი მოხატული ჭურჭელი და სხვ.). გაითხარა 12 სამარხი, რ-თაგან სიმდიდრით გამოირჩევა ძვ. წ. IV ს. ერთ-ერთი სამარხი. ხის სარკოფაგში დაკრძალული იყო წარჩინებული ქალი მოახლითურთ, რ-საც ჩატანებული ჰქონდა მრავალი ნივთი. ძვ. წ. V ს. მდიდრულ სამარხში სხვა ნივთებთან ერთად აღმოჩნდა ძვ. წ. V ს. II მეოთხედის ანტიკური შავფიგურებიანი კილიკი და შავლაქიანი ჯამი. ჯამზე და ერთ ადგილ. თიხის დოქზე ბერძნ. ასოებით ამოკაწრულია მფლობელის სახელი – "მეტოს". ეს წარწერა ბერძნ. დამწერლობის გამოყენების უძვ. მაგალითია საქართველოში.
ჩილათის სამოსახლომ ადრინდ. ფეოდ. ხანამდე იარსება.
ლიტ.: გ ა გ ო შ ი ძ ე ი., ითხვისის სამარხი, «ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მუზეუმის მოამბე», 1967, ტ. 25 B.
ი. გაგოშიძე