ილარიონ სამთავნელი

ილარიონ სამთავნელი (ვ ა ­ჩ ე  ყ ა ნ ჩ ა ე ლ ი ს ძ ე), სამთავისის ეპის­კო­პო­სი. ცხოვრობდა XI ს-ში. მის სახელთან არის დაკავშირებული სამთავისის კათედრალისა (1030) და აშურიანის ეკლესიის (1032) აგება. აშურიანის ეკლესიის ერთ-ერთ წარწერაში ნათქვამია, რომ ი. ს. თავად ყოფილა მშენებელი ოსტატი. იგი მოხსენიებულია აგრეთვე სამთავისის ტაძრის აღმ. ფასადის წარწერაში.

სამთავისის ტაძარს თავისი მხატვრული ღირსებითა და ისტ. მნიშვნელობით დიდი წილი უდევს. შუა საუკუნეების ქართ. ხუროთმოძღვრების განვითარებაში. მისი მშენებელი მომწიფებული ოსტატი და გაბედული შემოქმედი ჩანს. შენობის ფასადთა რთული დი­ნამი­კუ­რი კომპოზიცია, გემოვნებით შერჩეული შესამოსი ქვის ფერები, შენობის პროპორციები ხუროთმოძღვრის მაღალი ოსტატობის მაჩვენებელია.

ი. ს-ის მიერ შემოტანილი დეკორ. სისტემა ფართოდ გავრცელდა და XIII ს. I ნახევრამდე იარსება.

ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე  ვ., ძველი ქარ­თვე­ლი ოსტატები, თბ., 1967; ს ო ხ ა ­შ ვ ი ლ ი  გ., სამთავისი, თბ., 1973.

ვ. ბერიძე