ილია ბატონიშვილი

ილია ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ­ტ ი ო ნ ი) (2. IX. 1790, თბილისი, – 18. VII. 1854, მოსკოვი), მეფე გიორგი XII-ის ძე.

1808 დედასთან, დედოფალ მარიამთან ერთად ადმ. წესით რუსეთში გადაასახლეს. ცხოვრობდა მოსკოვში. აქ 1844 ფრანგულიდან ქართულად თარგმნა ინგლ. ფილოსოფოსის ს. კლარკის (1675–1729) მიმოწერა გერმ. ფილოსოფოს გ. ლაიბნიცთან (1646–1716): „ბაასი ორთა უჩინებულესთა ფილოსოფთა ევროპიისათა კლარკ და ლეიბნიცისა". ი. ბ. რუს. არმიის რიგებში მსახურობდა და ლაიბ-ეგერთა პოლკის ოფიცრად ირი­ცხე­ბო­და. მონაწილეობდა ნაპოლეონის წინააღმდეგ ომში, თავი გამოიჩინა ბოროდინოს ბრძო­ლაში. „ესე დაესწრა დიდსა ბრძო­ლაში ბოროდინოს და აღმოჩნდა სახელოვნად" – წერს მასზე ბაგრატ ბატონი­შვილი.

ლიტ.: ა ბ რ ა მ ი ­შ ვ ი ლ ი  ა., ქართვე­ლი ბატონიშვილების საოჯახო იუმორიდან, «სტალინირის სა­ხელმწ. პედ. ინ-ტის შრომები», 1959, ტ. 7; ანთელავა ი., ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბ., 1984; Орбели Р. Р., Грузинские рукописи Института востоковедения АН СССР, в. 1, М. – Л., 1956.

ა. ბარამიძე