ილიურთა, სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტის თუშეთის (ომალოს) თემში (კახეთის რეგიონი). ზ. დ. 2500 მ. 2014 აღწერით მუდმივი მოსახლე არ არის.
ი-ის შუაში დგას 1870 აგებული წმ. გიორგის გუმბათოვანი ეკლესია და გვიანდ. შუა საუკუნეების რამდენიმე ციხე-სახლი. მრავალი მათგანი აღდგენილი და სახეშეცვლილია.
სოფლის მიდამოებში შემორჩენილია ორი ხუთსართულიანი კოშკი.
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 2, თბ., 2004.