ილტოს არქეოლოგიური ძეგლები

ილტოს არქეოლოგიური ძეგლები, ადრინდელი და შუა ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი, გვიანდელი ბრინჯაოს, გვიანდელი ანტ. ხანის სამარხები ქ. ახმეტის დას-ით 4 კმ-ზე, მდ. ილტოს ­მარცხ. ნაპირას. გა­ით­ხა­რა 1965–67 (ხელმძღვ. შ. დედაბრი­­შვილი).

ნამოსახლარი მთის ფერდობზე ტერასებად იყო განლაგებული. არქეოლოგიურად შესწავლილია 4 კულტ. ფენა.

I ფენა ადრინდ. ბრინჯაოს ხანისაა. მასში აღმოჩნდა გეგმით სწორკუთხა, თიხატკეპნილიატაკიანი ნაგებობების ნაშთები, სამეურნეო დანიშნულების ორმოები და ამავე პერიოდის რამ­დე­ნი­მე ორმოსამარხი. მიცვალებულებს ჩატანებული ჰქონდათ თი­ხის ჭურჭელი.

II ფენა შეიცავდა ადრინდ. ბრინჯაოსა და შუა ბრინჯაოს ხანის ნაშთებს.

III ფენაში იყო მხო­ლოდ შუა ბრინჯაოს ხანის კერამიკა.

I–III ფენები ძვ. წ. III ­ათასწლ. II ნახ. – III და II ­ათასწლ. მიჯნით თა­რიღ­დე­ბა. ამ დროს ნამოსახლარი მნიშვ­ნელოვან დასახლ. ­პუნქტს წარმოადგენდა.

ზედა, IV ფენა შეიცავდა ­ერთმანეთში შერეულ სხვა­და­სხვა დროის (ადრინდ. და შუა ბრინჯაოს, ადრინდ. რკინის, ანტ. და ფეოდ. ხანის) კერამიკას. აღმოჩენილი ჭურჭელი 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: 1. მოყა­ვისფრო ან მურა ფერის მრავალრიცხოვანი სამზარეულო, უხეშად ნაძერწი ჭურჭელი; 2. სუფრის ან პირადული სხვა­და­სხვა ზომისა და დანიშ­ნულების ჭურჭელი. ადრინდ. ბრინჯაოს ხანის მასალა ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურის სფეროს განეკუთვნება, შუა ბრინჯაოს ხანის მასალა კი თრიალეთის კულტურის მასალის მსგავსია.

აქვე გამოვლინდა კენოტაფი, რ-იც შუა ბრინჯაოდან გვიანდ. ბრინჯაოს ხანაზე ­გარდამავალ ეტაპს ეკუთვნის. ­გათხრილია აგრეთვე გვიანდ. ბრინჯაოს ადრეუ­ლი საფეხურისა და გვიანდ. ანტ. ხანის ორმოსამარხები. მიცვალებულები ესვენენ გვერდზე, ხელფე­ხმოკეცილნი. ჩატანებული ჰქონდათ თი­ხის ჭურჭელი, ანტ. ხანის სამარხებში – ბრინჯაოს სამკაულიც.

ლიტ.: Дедабришвили Ш. Ш., Памятники эпохи ранней и средней бронзы, Труды Кахетинской археологической экспедиции, т. 1, Тб., 1969.

ე. გოგაძე

შ. დედაბრი­შვილი