იმერეთის დაბლობი

იმერეთის დაბლობი, კოლხეთის დაბლობის აღმ. ნაწილი, მდ. ცხენის­წყლის შესართავიდან (დას-ით) ქ. ზესტაფონამდე (აღმ-ით). ზ. დ. 15–150 მ, სიგრძე 65 კმ, მაქს. სიგანე 35 კმ.

ი. დ. ოდნავ დახრილი აკუმულაციური ვაკეა. აგებულია მეოთხეული ალუვიური ნაფენებით.

ჰავა ­ზღვის ნოტიო სუბ­ტროპიკულია, იცის რბილი, თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ჰაერის საშ. წლ. ტემპ-რა 11,5 – 14,6°C, აბსოლ. მინ. –20°C, აბსოლ. მაქს. 42 °C. ნალექები 1300–1800 მმ წელიწადში.

ვაკე-დაბლობის ლანდშაფტში ჭარბობს კოლხ. მცენარეულობა ალუვიური და ეწე­რი ნიადაგებით. მცი­რე ფართობი უჭირავს მუხნარიან და ეწერ ნიადა­გებიან ვაკე-დაბლობს, აგრეთვე ჭალებს, სადაც კოლხ. მდელო-ტყის მცენარეულობა და ალუვიური ნიადაგებია.

ლ. მარუა­შვი­ლი