გოგუაძე ვალერი პეტრეს ძე (29. IX. 1911, ბათუმი, – 2. III. 1971, თბილისი), ქიმიკოსი. ქიმ. მეცნ. დოქტორი (1948), პროფესორი (1949), საქართვ. დამს. გამომგონებელი. დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტი (1934). 1959-იდან ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. არაორგ. ქიმ. და ელექტროქიმიის ინ-ტის ელემენტორგანულ ნაერთთა ლაბორატორიას. დაამუშავა პროვიტამინ D13-ის სინთეზის უმოკლესი გზა. ავტორია მნიშვნელოვანი სამეცნ. შრომებისა და გამოგონებებისა.