იმერეტინსკი ალექსანდრე კონსტანტინეს ძე

იმერეტინსკი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) ალექსანდრე კონსტანტინეს ძე (24. XII. 1837, სანქტ-პეტერბურგი, – 17. XI. 1900, ვარშავა), რუსეთის იმპერიის არმიის ინფანტერიის გენერალი (1896), იმერეთის მეფის, დავით II-ის ­შვი­ლი­შვი­ლი.

1855 დაამთავრა პეტერბ. პაჟთა კორპუსი. 1857 მსახურობდა მე-14 ქართულ გრენადერთა პოლკში; მონაწილეობდა ჩაჩნეთისა და დაღესტნის დამორჩილებაში. 1859–61 თადარიგში იყო. 1863 დაამთავრა გენ. შტაბის ­აკადე­მია. მონაწილეობდა პოლონეთის აჯანყების (1863–64) ­ჩახშობაში. შემდეგ და­ინიშნა ვარშავის სამხ. ოლქის ჯა­რე­ბის შტაბის უფროსად. 1869 მიიღო გენ.-მ-ის წოდება. რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877–78) დროს იმპერატორმა დაავალა თვალყური ედევნებინა პლევენის მეორე იერიშისთვის (ბულგარეთი, 1877 წ. 18 ივლ.). 1877 წ. 22 აგვ. აიღო ლოვეჩის (ბულგარეთი) ციხესიმაგრე.

1877 მიიღო გენ.-ლ-ის, 1878 – გენ.-ადიუტანტის წოდება. 1879 დაინიშნა გვარდიული ნაწილებისა და პეტერბ. სამხ. ოლქის ჯა­რების შტაბის უფროსად. 1878-იდან 12 წლის განმავლობაში იყო რუს. არმიის მთავარი სამხ. პროკურორი და მთავარი სამხ. სასამართლოს უფროსი, 1892-იდან – სა­ხელმწ. საბჭოს წევრი, 1897 წ. 1 იანვრიდან – ვარშავის სამხ. ოლქის ჯარე­ბის სარდალი და ვარშავის გენ.გუბერნატორი.

ლიტ.: ქართული სამართლის ძეგ­ლები. ტ. 2, ი. დოლიძის გამოც. თბ., 1964