გოგშელიძე გიორგი ომარის ძე (დ. 7. XI. 1979, გორი), სპორტსმენი (თავისუფალი ჭიდაობა). პეკინის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (2008). მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი (2001) და ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (2001), მსოფლიო თასის მფლობელი. რუსეთის სახელით ასპარეზობდა 2004-მდე. 2006-იდან ასპარეზობს საქართველოს სახელით. მსოფლიო ჩემპიონატის მეორე (2006) და მესამე (2009) პრიზიორი, ევროპის ჩემპიონი (2008), მეორე (2010) და მესამე (2006, 2007) პრიზიორი.