იმეროდელფისი

იმეროდელფისი (Imerodelphis Thabagarii Mchedlidze 1959), დელფინების (Delphinidae) ოჯახის წარმომადგენელი გვიანი მიოცენიდან (დაახლ. 11 მილიონი წლის წინანდელი დანალექი ქანებიდან).

ი-ის ბუნებრივ შესახსრებაში არ­სე­ბუ­ლი თითქმის სრული ჩონჩხი (არასრული თავის ქალა, ხერხემლის, ნეკნებისა და კიდურების ფრაგმენტები) ნაპოვნია ზესტაფონის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტის სოფ. კვალითში, მდ. ყვირილის ­მარცხ. ნაპირზე. ი. მომცრო ზომის დელფინია. სხეულის სიგრძე დაახლ. 140–150 სმ უნდა ყოფილიყო. მთელი რიგი მორფოლ. ნიშან-თვისებებით ი. გან­სხვავდება მისი თანამედროვე დელფინების სხვა ­სახეობებისაგან. განსაკუთრებით აღსანიშნავია დიდი ზომის ქოანები, რ-ებიც სხვა ­ფორმებთან შე­და­რე­ბით საკმაოდ უკანაა გადაწეული. ეს, სავარაუდოდ, მიუთითებს იმაზე, რომ ი. უკეთ იყო შეგუებული ­წყლის გარემოში ცხოვრებას და თავისუფლად შეეძლო ესუნთქა ­წყლის ზედაპირზე. ი. კვების ნირით მტაცებელი იყო. ნამარხი ნაშთები ცნობილია მხოლოდ სოფ. კვალითიდან.

ლიტ.: Мчедлидзе Г. А., Ископаемый дельфин Imerodelphis Thabagarii из сармата окрестностей Зестафони,«Сообщения АН Грузинской ССР», 1959, т. 33, вып. 6; მ ი ს ი ვ ე, Ископаемые китообразные Кавказа, Тб., 1964; მ ი ს ი ­ვ ე, Fossil Cetacea of the Caucasus, Wash., 1988 (D.C.: Smithsonian Institution Libraries and National Science Foundation).

მ. ბუხსიანიძე