იმპიჩმენტი

იმპიჩმენტი (ინგლ. Impeachment – წინააღმდეგობის გაწევა, ხელის შეშლა <ლათ. impetere – თავდასხმა, შეტევა), ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ ხე­ლი­სუფ­ლე­ბისათვის შეუფერებელი მაღალი თანამდებობების პირთა ხე­ლი­სუფ­ლებისაგან ჩამოცილების მექანიზმი, მათი თანამდებობიდან გადაყენება შესა­ბამისი საფუძვლებისა და პროცედურის გათვალისწინებით.

ი-ის მიზანია არა კორუმპირებულ თანამდებობის პირთა დასჯა, არამედ ხე­ლი­სუფ­ლე­ბისაგან მათი ჩამოცილებით საკუთრივ ხე­ლისუფ­ლე­ბის დაცვა, მისი სიჯანსაღის უზრუნველყოფა, მის მიმართ ხალხის ნდობის შენარჩუნება. სწორედ ამიტომ ი. სამართლიანად გა­ნი­ხი­ლე­ბა, როგორც „ხელი­სუფ­ლე­ბის დაცვის მთავარი ინსტიტუტი" (ასე უწოდეს მას ინგლისის თემთა პალატაში). ი. გამოხატულებაა იმ სამართ. პრინციპისა, რ-ის მიხედვითაც არავინ დგას „კანონზე მაღლა". ი. ასრულებს საკანონმდებლო ხელი­სუფ­ლე­ბის მიერ აღმასრ. და სასამართლო ხელისუფლებათა გაკონტროლებისა და მათზე ზემოქმედების ფუნქციას. საპრეზიდენტო რესპ. მმართველობაში იგი წარმოადგენს ერთადერთ დამაბალანსებელ მექანიზმს საპრეზიდენტო ვეტოსა და სასამართლო კონტროლის საპასუხოდ. ი-ის საწყისი ფორმები ჩაისახა შუა საუკუნეების ინგლისის საპარლამენტო პრაქტიკაში, როგორც მეფის მინისტრების გა­და­ყე­ნე­ბის საშუალება. ყველაზე უფრო დასრულებული, კლასიკური ფორმით დღეს იგი აშშ-ში არსებობს. ი-ის მექანიზმის არსებითი და უცვლელი ნიშანია მასზე საკანონმდებლო ორგანოს პრერო­გატივა. იგი „საპარლამენტო უზენაესობის" ერთგვარ გამოხა­ტულებასაც წარმოადგენს.

ი-ს პოლიტ. ბუნება აქვს. საკანონმდებლო ხელისუფლება ი-ის საკითხის გადაწყვეტისას არა მარ­ტო ისახავს პოლიტ. მიზნებს, არამედ ხელმძღვანელობს მხოლოდ პოლიტ. კრიტერიუმებით. პოლიტიკურია ი-ის მიზანიც, საფუძვლებიცა და სასჯელიც. ამ თვალსაზრისით ი-ის მუქარაც ამ პოლიტ. მიზნებს ემსახურება. ი-ის საფუძველია არა ხე­ლი­სუფლე­ბის წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი ნებისმიერი დარღვევა, არამედ მხო­ლოდ პოლიტ. ხასიათისა, ანუ ისეთი, რ-იც ეჭვქვეშ აყენებს მოცემული თანამდებობის პირისადმი ხალხის ნდობას და აშკარას ხდის სა­ხე­ლისუფლო მოვალეობებთან მის შეუსაბამობას. შეიძლება ითქვას, რომ ი-ის საფუძველია თანამდებობის პირის მიერ ხალხის ნდობის ღალატი. ი-ს სასჯელად შეიძლება მოჰყვეს არა სისხლის სამართ. მსჯავრდება ან ქონებრივი სანქციების დაკისრება, არამედ მხო­ლოდ თანამდებობიდან გადაყენება. ­პროცედურულად მას კვაზი-იურიდ. ხასიათი აქვს. უფრო მეტად იგი წაა­გავს სისხლის სამართ. პროცესს და, ჩვეულებრივ, ორსაფეხურიანია; მოიცავს ბრალდების წარდგენისა და მისი განხილვის სტადიებს. გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცხადი და დამაჯერებელი მტკიცებულების საშუალო (75%-იანი) სტანდარტი, რაც შესანიშნავად უზრუნველყოფს იმას, რომ არც უსაფუძვლოდ იქნეს გადაყენებული და არც უსაფუძვლოდ შენარჩუნდეს ხელისუფლებაში პირი, რ-ის მიმართაც დეპუტატთა უმრავლესობას ჩამოუყალიბდა სახე­ლისუფლებო მოვალეობებთან მისი შეუსაბამობის რწმენა. აშშის, ინგლისისა და სა­ქართვ. გარდა, ი., როგორც უნდობლობის გამოცხადების მექანიზმი, შემოღებუ­ლია მრავალ ქვეყანაში. მათ შო­რისაა ავსტრია, გერმანია, ბრა­ზი­ლია, ჩეხე­თი, ინდოეთი, ირ­ლანდია, რუსეთი, ესტონეთი, ლიტ­ვა და სხვ.

ი-ის ინ-ტი სა­ქარ­თვე­ლო­ში შემოღებულია 1995 კონსტი­ტუციით და უშუალოდ უკავშირ­დება საპრეზიდენტო რესპ. მმართველობის შემოღებას. 1997 წ. 11 ნოემბერს მიღებული იქნა „სა­ქარ­თვე­ლოს ორგანული კანონი იმპიჩმენტის შე­სა­ხებ", რ-მაც დააზუსტა კონსტ. დებულებები. 2002 წ. 10 აპრილსა და 2008 წ. 1 ნოემბერს მასში განხორ­ცი­ელ­და ზოგიერთი ცვლილება-დამატება. 2010 წ. 15 ოქტომბერს მიღე­ბულმა საკონსტიტუციო კანონმა კი ზოგიერთი ცვლი­ლება შეიტანა კონსტ. დებულებებში, რ-ებიც ამოქმედდა 2013 ოქტომბერში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ი-ის ინ-ტის შემოღებამ თავისი ასახვა პოვა აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოს, საკონსტიტუციო სამართალწარმოებისა და უზენაესი სასამართლოს შე­სახებ კანონებსა და პარლამენტის რეგლამენტში. სა­ქართვ. კონსტიტუციის თანა­ხმად (მ.მ. 63, 64, 75), ი-ს ექვემდებარებიან სა­ქართვ. პრეზიდენტი, უზენაესი სასამართლოს თავ-რე, მთავრობის წევრები, სა­ხელმწ. აუდიტის სამსახურის გენ. აუდიტორი და ეროვნ. ბანკის საბჭოს წევრები. თანამდებობიდან გა­და­ყე­ნე­ბის საფუძველია და­ნა­შაუ­ლის ჩადენა ან კონსტიტუციის დარღვევა, რაც დადასტურებული უნდა იყოს საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნით. ი-ის წესით, თანამდებო­ბიდან გა­და­ყენე­ბის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს. ამასთან, პრეზიდენტის თანამდებობიდან გა­და­ყე­ნე­ბას ესაჭიროება პარლამენტის სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა. სხვა ­პირებთან მიმართებით კი საკმარისია უბრალო უმრავლესობის თანხმობა. მისი შემოღების დღიდან სა­ქართვ. არცერთი მოწვევის პარლამენტს ი-ის მექანიზმი არ აუმოქმედებია, ამდენად ამ სფე­რო­ში საპარლამენტო თუ სასამართლო პრაქტიკა არ არსებობს. შე­სა­ბა­მი­სად, ცნობილი არ არის, თუ როგორია ი-ის ქართ. მექანიზმი მოქმედებაში, რა არის მისი ღირსება-ნაკლოვანებები, ანდა რა მიმართულებით მოხდება კონსტ. დებულებების განმარტება მათ მიერ, ვინც ი-ს განახორციელებს.

ლიტ.: გოცირიძე ე., იმპიჩმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში (კონსტიტუციური დილემები), რედ. ლ. ალექსიძე, თბ., 2013.

ე. გოცირიძე