გოდერძიშვილი გუგული ილიას ძე

გ. გოდერძიშვილი

გოდერძიშვილი გუგული ილიას ძე (17. X. 1927, საგარეჯო, – 7. IX. 2008, თბილისი), ვეტერინარი ექიმი. ვეტერინარიის მეცნ. დოქტორი (1967), პროფესორი (1970), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1981). საქართვ. სოფლის მეურნ. მეცნ. აკად. ნამდვილი წევრი (1995; წ.-კორ. – 1992). 1950 დაამთავრა საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო ინ-ტი. 1968-იდან იყო საქართვ. ზოოტექ.-სავეტერინარო სასწ.-კვლ. ინ-ტის პარაზიტოლოგიის კათედრის გამგე, 1992–99 – ინ-ტის პრორექტორი სასწ. დარგში. 1997–98 იყო რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 2003 ინ-ტის პარაზიტოლოგიისა და ვეტ.-სანიტ. ექსპერტიზის კათედრას გ-ის სახელი ეწოდა. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება სას.- სამ. ცხოველთა ფასციოლოზის, დიკროცელიოზის, ცხვრის მონიეზიოზის, თიზანიეზიოზის, ავიტელინოზის, სტრონგილიატოზების ბიოლოგიისა და ეპიზოოტოლოგიის შესწავლას, მათ ქიმიოთერაპიასა და ქიმიოპროფილაქტიკას. მანვე შეიმუშავა ზოგიერთი ჰელმინთოზის საწინააღმდეგო ღონისძიებანი, რ-ებიც დანერგილია სავეტერინარო პრაქტიკაში. გ-ის ხელმძღვანელობითა და მონაწილეობით საწარმოო პირობებში მომზადდა პრეპარატი დარიშხანმჟავა კალა (კალას არსენატი), გამოინახა ამ ჯგუფის ახ. ანტიჰელმინთური საშუალებები (თუთიის, მანგანუმისა და კალციუმის არსენატი), რ-ებიც გამოიყენეს საბჭოთა კავშირში და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცესტოდოზების, ე. ი. ლენტისებრი ჭიებით გამოწვეული დაავადებების წინააღმდეგ საბრძოლველად. გ. ავტორია მრავალი სამეცნ. ნაშრომისა, აქვს 4 საავტორო მოწმობა გამოგონებაზე. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები, მ. შ. ღირსების ორდენი (2000).

ლიტ.: კ ა პ ა ნ ა ძ ე კ., გამოჩენილი მეცნიერი და პედაგოგი (გუგული გოდერძიშვილი), თბ., 1999.