ინგუშური ენა

ინგუშური ენა, იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ნახური ჯგუფის ენა. გავრცელებულია ძირითადად ჩაჩნეთში, ინგუშეთში, ნაზრანის, სუნჯისა და მალგობეკის, ასევე ჩრდ. ოსეთის მოსაზღვრე რ-ნებში.

ი. ე-თვის და­მა­ხა­სია­თე­ბე­ლია ხმოვანთა შე­და­რე­ბით რთული და თანხმოვანთა მარტივი სისტემა. სპეციფიკურია ჳ (<ჳ), ს (<უ, ი) ხმოვნები და ოა (<ჳ) დიფთონგი; თანხმოვანთაგან: ფარინგალური ფშვინვიერი U, ფარინგალური სპირანტები, ε, ჴ, ჲ ლარინგალური მკვეთრი ა-ს მსგავსი ბგერა და კბილბაგისმიერი ჶ, რ-იც შე­და­რებით ახ. წარმოშობისაა.

არსებით სახელებს აქვს ბრუნვის, რიცხვის კატეგორია. ზოგი ზედ­სართავი სა­ხე­ლი და 4-ის აღმნიშვნელი რიცხვითი ­სა­ხე­ლი განარ­ჩევს გრამატ. კლასს. ­ძირითადი ბრუნვებია სახ., ნათ., მიც., ერგატივი. ნათ. ბრუნვის ფორმას ემყა­რება ერგატივისა და სხვ. ბრუნვათა ფორმები.

ზმნა იუღლება გრამატ. კლა­სების მიხედვით. გამოიყოფა 4 (ვ, ჲ, ბ, დ) კლას-ნიშანი, რ-თა მიმართება მხ. და მრ. რიცხვში გვაძლევს ექვს ჯგუფს. გარდამავალი ზმნის სუბიექტი ერგატიულ ბრუნვაშია. ზმნას აქვს დროის, კილოს, რიცხვის კა­ტე­გო­რი­ე­ბი; საგარემოებო ფორმები. არის ნაზმნარი სახელები (მასდარი, მიმღეობა) და აბსოლუტივები.

წინადადების ძირითადი კონსტრუქციებია: ნომინატიური, დატიური, ერგატიული, პოსესიური და ლოკატიური. ჰიპოტაქსი არაა განვითარებული.

ი. ე-ის ლექსიკა შეიცავს როგორც საერთონახურ, ისე საკუთრივ ინგუშურ ძირებს. მრავლადაა ნა­სესხები სიტყვები რუს., ქართ., ოსუ­რი, სპარს., არაბ. ენებიდან.

ი. ე-ში არ გამოიყოფა დიალექტები. მცი­რე განსხვავება შეინიშნება ბარისა და მთის მცხოვრებთა მეტყველებაში. ი. ე. სამწერლობო ენაა. სალიტ. ენას საფუძვლად უდევს ბარის მცხოვრებთა მეტყველება. დამწერლობა შეიქმნა 1923, თავდაპირველად ლათ. გრაფიკის საფუძველზე. 1938-იდან შემოღებულია რუს. გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ანბა­ნი.

ლიტ.: იმნაიშვილი დ., ძირითადი და თანდებულიანი ბრუნვები ინგუშურსა და ჩაჩნურში, «ენიმკის მოამბე», 1942, ტ. 12; მისივე, Система гласных и регрессивно-дистанционная их ассимиляция в чеченском и ингушском языках, «იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერების წელიწდეული», 1974, [ტ.] 1; Долакова Р. И., Ингушский язык, წგ.: Языки народов СССР, т. 4, М., 1967; Мальсагов З . К., Ингушская грамматика, Владикавказ, 1925; Оздоев И. А., Синтаксис ингушского литературного языка (Простое предложение), Грозный, 1964; Joanna Nicholas, Ingush Grammar, Berkley: University of California Press, 2010.

დ. იმნაი­შვი­ლი