ინკლუზიური განათლება

ინკლუზიური განათლება, საგანმანათლებლო პროცესი, რომლის ფარგლებშიც გა­ნათ­ლე­ბის სისტემა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უზრუნველყოფს ყველა მოსწავლის ხარის­ხი­ან განათლებას მოსწავლის ინ­დივიდ. საგანმან. საჭიროების გა­თვალისწინებით, მიუხედავად მი­სი ფიზიკური, შემეცნებითი, სენსორული, სო­ცი­ა­ლური, ემოციური, ლინგვ., ეთნ., რასობრივი, რელიგ., გენდერული თუ სხვა მა­ხა­სიათებლებისა.

ი. გ. განკუთვნილია სპეც. საგანმან. საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლეებისათვის, თუკი მოსწავლე, რ-საც გამოხატული აქვს სწავლასთან დაკავშირებული სირთუ­ლეები, ვერ ძლევს შესაბამისი კლასის ეროვნ. სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინ. მოთხოვნებს, საჭიროებს სპეც. საგანმან. მომსახურებას ან ეროვნ. სასწავლო გეგმის ადაპტაციას და ალტერნატიულ სასწ. ­გეგმას. სპეც. საგანმან. საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე ფიზიკურად უნარ­შეზ­ღუდულია, დარღვეული აქვს ინტელექტუალური, სენსორული (სმენა ან მხედველობა) და მეტყველების განვითარება, ქცევითი და ემოციური მდგომარეობა, საჭიროებს გრძელვადიან ჰოსპიტალიზაციას, აქვს პედ. ხელმიშვებულობით განპირობებული სირთულეები სწავლაში.

გა­ნათ­ლე­ბის მიღება ყველა ბავშვის ფუნდამენტური უფლებაა. სა­ქართვ. კონსტიტუციის, ზო­გადი გა­ნათ­ლე­ბის შე­სა­ხებ სა­ქართვ. კანონის, პროფ. გა­ნათ­ლე­ბის შესა­ხებ სა­ქართვ. კანონის, გაეროს ბავშვთა უფლებების კონვენციის, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვნ. სასწავლო გეგმისა და „განათლება ყველასათვის" საერთაშ. პროგრამის საფუძველზე სა­ხელმ­წი­ფო ვალდებულია, უზრუნველყოს გა­ნათ­ლების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობები ყველა ბავშვისათვის, მიუხედავად მისი საჭიროებისა და მახასიათებლებისა.

დიდი ხნის განმავლობაში ქართული საზ-ბისათვის ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენდა ჰომოგენურობა გა­ნათ­ლე­ბის სისტემაში, რაც საბჭოთა სისტემისგან მემკვიდრეობით გვერგო. სსსმ ბავშვები მკაცრად სეგრეგირებულები იყვნენ საზ-ბისაგან სპეციალურ სკოლებში და არ ჰქონდათ შესაძლებლობა, თანატოლებთან ერთად მიეღოთ განათლება ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში. ცვლილებები სსსმ ბავშვებისთვის გა­ნათ­ლე­ბის სფე­რო­ში დაიწყო 1994-იდან არასამთავრობო სექტორის მიერ.

სსსმ ბავშვების განათლება, როგორც პრიორიტეტი, სა­ხელმ­წი­ფომ აღიარა 2004, როდესაც დაიწყო გა­ნათ­ლე­ბის სისტემის რეფორმა. ი. გ-ის პრინციპების და­ნერ­გვას სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშვ­ნე­ლო­ვა­ნი ფინანს. და მეთოდოლ. დახმარება გაუწია ნორვეგიის მთავრობამ. სა­ქართვ. გა­ნათ­ლე­ბისა და მეცნ. სამინისტროს მიერ გან­ხორ­ცი­ელდა პირველი სა­ხელმწ. პროექტი: „ინკლუზიური სწავლების დანერ­გვა თბილისის 10 სკოლაში", რ-მაც დიდად შუწყო ხელი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სო­ცი­ა­ლურად იზოლირებული ბავშვების საზ-ბაში ინტეგრირებას და საფუძველი დაუდო ი. გ-ის შემდგომ პროექტებს, პროგრამებს და ინიციატივებს. სა­ქართვ. განათ­ლე­ბისა და მეცნ. სამინისტრო თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ი. გ-ის და­ნერ­გვას სა­ქარ­თვე­ლოს ყველა სკოლაში.

ა. ლაღიძე

თ. პაჭკორია